Monday, September 30, 2019

კლასის მართვის სახელმძღვანელოები და სასარგებლო ბმულები


კლასის მართვის შესახებ უკანასკნელ წლებში უამრავი სახელმძღვაელო, წიგნი და კრებული ითარგმნა და შეიქმნა ქართულ ენაზე .
ვეცადე ამ ბლოგში თავი მომეყარა მსგავსი სასარგებლო ბმულებისთვის.
გადადით ბმულებზე და იხილეთ პდფ. ფაილები .

რთული კლასის მართვა-ის სურათის შედეგი


Sunday, September 29, 2019

33 რჩევა მასწავლებელს


დაკავშირებული სურათი
1. ყოველი დღე ახლით დაიწყე. სიახლე წარმატებულს ხდის სკოლას და ახალისებს სასკოლო პროცესს.
2. ეცადე, ყოველ კვირას მცირედი ცვლილება მაინც შეიტანო სასკოლო ოთახის გაფორმებაში.
3. დატვირთე გაკვეთილი სანახაობითი მასალით.
4. ნუ იჩქარებ ახალი მასალის ახსნისთვის, იცოდეს მოსწავლემ, რომ მთავარი ახსნილის ანალიზი და მისი შეთვისებაა.
5. შენს მიერ შეთავაზებულ ახალ მასალას წინ მოტივაცია წაუმძღვარე.
6. ეცადე, ყველა საკითხი გააშუქო მოსწავლის პროვოცირებით, სწავლების პროცესის ეს მიგნება, მოსწავლის სწავლის ინტერესის გაღრმავებას იწვევს.
7. არ დაგავიწყდეს, კრიტიკულობა ადამიანის უდიდესი მონაპოვარია.
8. გაეპრანჭე შენს მოსწავლეებს, მათ ლამაზი მასწავლებელი მოსწონთ.
9. არ დაგავიწყდეს ყოველ დილით შენს მოსწავლეს კომპლიმენტი რომ უნდა უთხრა.
10. ეცადე, რაღაცას დაჰპირდი და აუცილებლად შეუსრულე, ეს თამაში კომუნიკაბელურს ხდის მოსწავლეს.
11. დამაჯერებლად გამოიყურებოდე – მოსწავლის რწმენის აღზრდაა.
12. ხომ გახსოვს, შენ რომ შენი მოსწავლის მეგობარი ხარ.
13. დაიცავი შენი უფლებები, რათა მოსწავლემ ისწავლოს თავის უფლებების დაცვა.
14. არასოდეს მოიტყუო.
15. იყავი უშუალო, მომთხოვნი და სამართლიანი.
16. დაუმეგობრდი შენი მოსწავლეების ავტორიტეტს.
17. არასოდეს ცუდად არ დაახასიათო ცუდი ადამიანიც კი, ვიღაცის ცუდი ხასიათი ყოველთვის გაამართლე. ბავშვობის ასაკში უკეთესია იცოდეს მან, რომ ამ ქვეყანაზე ცუდი ადამიანები არ არსებობენ.
18. ეცადე, რაც შეიძლება ფერადად დაანახო სამყარო შენს მოსწავლეს.
19. იყავი ფანტაზიორი, მოსწავლე აუცილებლად მოგბაძავს.
20. შენი კოლეგიალობა – კლასის ერთსულოვნებაა.
21. ნუ შეეცდები შენს მოსწავლეებს დაანახო, რომ ყველაფერი იცი, იცოდნენ მათ, რომ შენ ყოველდღე ახალ რამეს სწავლობ, ისინი ანალიზს აუცილებლად გააკეთებენ და მიხვდებიან, რომ მთელი ცხოვრება უნდა ისწავლონ.
22. ძიების უნარი სასწავლო პროცესის გადახალისების მთავარი მომენტია, აზროვნების, გონების წრთობაა.
23. გუნდური თუ ინდივიდუალური მუშაობის დროს გაითვალისწინე კლასის ინტერესი.
24. გამოიყენე ბუნება გაკვეთილის ჩასატარებლად, ეს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ.
25. ნუ დაგავიწყდება, განათლებაზე მთავარი ხომ მათი ჯანმრთელობაა.
26. ნუ იქნები ნიშნის წერაზე ორიენტირებული, მთავარი ხომ შენი მოსწავლის ცოდნაა.
27. კარგი იქნება, თუ შენს მოსწავლეს მასწავლებლობანას ათამაშებ გაკვეთილზე.
28. მოსწავლის მიერ გამოთქმულ მცდარ აზრს დადებითი არგუმენტები მოუნახე, მიეცი მას საშუალება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი.
29. გამოიყენე შენს გაკვეთილზე მოსწავლის მიერ გამოყენებულ რომელიმე საუკეთესო მეთოდი ან ფრაზა.
30. შეაქე სუსტი მოსწავლე ყოველ დღე, ის სულ მალე წარმატებული გახდება.
31. გაუკეთე საკუთარ თავს შეფასება და ეცადე მოსწავლემ თვითშეფასების სისტემას სისტემატიური სახე მისცეს.
32. ხომ იცი, ყველაზე ფაქიზ, ყველაზე სათუთ, ყველაზე ლამაზ ქმნილებას წრთვნი.
33. ყოველთვის გახსოვდეს მოსწავლე ,,ნაძვისხეა,, და შენ მის გარშემო ტრიალებ.

რჩევები მასწავლებლებს



მოსწავლეები ქაღალდის თვითფრინავების კეთებით არიან გართულნი, გაკეთებულ თვითმფრინავებს კი მთელს ოთახში გაურკვეველი მიმართულებებით ისვრიან, ყველაფერთან ერთად დარბიან და ყვირიან და თითქოს შეუმჩნეველი ხარ მათთვის. 

class management-ის სურათის შედეგი

ქვემოთ მოცემული რჩევები კი ბევრი მასწავლებლის მიერ პრაქტიკაში იდეალურად არის გამოყენებული :) 

1. ისაუბრეთ ზომიერი, ბუნებრივი ხმით:
ბავშვებს თქვენი ბუნებრივი ხმით ესაუბრებით? ყველა მასწავლებელი ამბობს, რომ სწავლების პირველ წელს მათთვის ჩვეულზე ბევრად ხმამაღლა საუბრობდა, იქამდე, ვიდრე ხმა სრულად არ დაკარგა.
ბავშვების ყუადღების მისაქცევად ხმის აწევა არც ისე კარგი გზაა. თანაც, ეს სტრესის გამომწვევიცა არის. ბავშვები თქვენი საუბრის მანერას “აირეკლავენ”, ამიტომ, ნუ ისაუბრებთ ნახევრად მყვირალა ტონით. თუ გსურთ, რომ ბავშვებმა ნორმალური, სასიამოვნო ხმით ისაუბრონ, თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ. თანაც, ჯობს, სიტუაციის შესაბამისი ტონი შეარჩიოთ.
2. მხოლოდ მაშინ ისაუბრეთ, როცა ბავშვები დაწყნარდებიან და მზად იქნებიან:
ეს ნამდვილად ოქროს წესია. მთავარია, დაძლიოთ დალაპარაკების ცდუნება და დაელოდოთ, ვიდრე დაწყნარდებიან. შეიძლება, ზოგჯერ ცოტა მეტ ხანს მოგიწიოთ ლოდინი, მაგრამ ბავშვები აუცილებლად გადაულაპარაკებენ ერთმანეთს: “ჩუ, ის რაღაცის თქმას აპირებს,” “გეყოთ, გაჩუმდით” და “ბავშვებო, გაჩუმდით.” (ისინი თავად გააკეთებენ თქვენს საქმეს.)
თქვენი მოთმინება შედეგს გამოიღებს და ხმასაც შეინარჩუნებთ.
3. გამოიყენეთ სხეულის ენა და არავერბალური კომუნიკაცია:
ხელის ჰაერში დაჭერა და მოსწავლეებთან თვალებით კონტაქტი კარგი გზაა კლასის დასაწყნარებლად და მათი ყურადღების მისაპყრობად. მართალია, მოსწავლეებს ცოტა დრო კი სჭირდებათ ამ რუტინის მისაჩვევად, მაგრამ იგი ნამდვილად მუშაობს. ამასთანავე, მოთხოვეთ, თქვენი ამ ქცევის დანახვისთანავე თავადაც ასწიონ ხელი და გაჩუმდნენ. ყველა ხელის აწევის შემდეგ კი დაუშვით ხელი და დაიწყეთ საუბარი.
ასევე, შეგიძლიათ, ნათურის ანთებით, ან ჩაქრობით მიახვედროთ, რომ სამუშაოს დასრულებამდე 3 წუთი დარჩათ.
შედარებით პატარა ასაკის მოსწავლეებთან შეგიძლიათ, 3-ჯერ შემოჰკრათ ტაში და მიაჩვიოთ, რომ 2-ჯერ ტაშის შემოკვრით გიპასუხონ. ეს მათთვის სახალისოა და ასევე კარგი საშუალებაა ყურადღების მისაპყრობად.
4. მოაგვარეთ პრობლემური საკითხები მოსწავლეებთან რაც შეიძლება მალე:
თქვენსა და მოსწავლეს შორის, ან მოსწავლეებს შორის პრობლემა, რაც შეიძლება სწრაფად უნა მოაგვაროთ, რადგან უარყოფითი გრძნობები, მალევე, შეიძლება, ნაპერწკლიდან ცეცხლად გადაიქცეს.
გადაჭერით კონფლიქტი გონივრულად, სხვა მოსწავლეების თვალისაგან მოცილებით. ჰკითხეთ მოსწავლეს, თუ რით შეგიძლიათ მისი დახმარება. ნუ დაადანაშაულებთ მას და აჩვენეთ თქვენი მზრუნველობა. მოსწავლე, შეიძლება, თქვენგან გაბრაზებას ელოდეს, ასეთი ქცევა კი გააკვირვებს, გაახარებს და კონფლიქტის მშვიდად გადაჭრის საშუალება ადვილად მოგეცემათ.
როცა მოსწავლეებს შორის კონფლიქტია, შეახვედრეთ ისინი მხოლოდ თქვენი თანდასწრებით. იყავით ნეიტრალური შუამავალი და დაეხმარეთ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრაში.
5. ყოველთვის იქონიეთ კარგად ორგანიზებული, წინასწარ შემუშავებული საგაკვეთილო გეგმა:
ეს რჩევა ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიძლება, გაგიგონიათ კიდეც ფრაზა: თუ თქვენ არ გაქვთ გეგმა მათთვის, ისინი თავად დაგეგმავენ ყველაფერს თქვენთვის. ჯობს დრო არ გეყოთ, ვიდრე ზედმეტი მოგრჩეთ გაკვეთილის დასრულებამდე.
მოწყენილი მოსწავლე პრობლემების შემქმნელია. ამიტომ, თუ გაკვეთილი კარგად არ არის დაგეგმილი, ბევრი ბავშვი ლაპარაკობს და ნაკლები აქცევს ყურადღებას გაკვეთილის მსვლელობას. არ არის გასაკვირი, რომ საინტერესო გაკვეთილის დაგეგმვას მეტი დრო და გონების დაძაბვა სჭირდება, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.


Saturday, September 28, 2019

10 ფილმი მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთბების შესახებ

ხშირად ფილმებში გადმოცემული სასკოლო ისტორიები გვეხმარება დავფიქრდეთ საკუთარ შესაძლებლობებზე, მსგავსი ფილმები გვაძლევს ერთგვარ მოტივაციას და გვიჩენს განცდას - მან თუ შეძლო მეც შევძლებ. 

ქვემოთ მოცემული 10 ფილმი, რომელიც საუკეთესოდ აღწერს მასწავლებლის, მოსწავლის, კლასის და სკოლის ურთიერთობებს, პრობლემებს, გვაჩვენებს მოგვარების გზებს და გამოსავალს. 

გისურვებთ დროის სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გატარებას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას :) 



  1. სახიფათო ფიქრები (dangerous minds)

dangerous minds-ის სურათის შედეგი

მე-20 საუკუნის ამ ფილმში მოთხრობილია საზღვაო ქვეითის ლოუან ჯონსონის იტორია, რომელიც მასწავლებლობას კოლეჯში ძნელად აღსაზრდელ ბავშვებთან იწყებს. თავდაპირველად მისთვის აქ მუშაობა რთულია, თუმცა მალე ის მოსწავლეებთან კომუნიკაციის დამყარების ორიგინალურ ხერხებს იპოვეს, რაც ჯონსონს ბავშვების საყვარელ პედაგოგად აქცევს.

ფილმი ქართულად შეგიძლიათ იხილოთ - https://srulad.com/movie/7219-dangerous-minds-saxifato-fiqrebi.html
  1. გაუძლო და მიაღწიო (Stand and Deliver)
Stand and Deliver-ის სურათის შედეგი
ფილმში მოთხრობილია რეალური ისტორია მათემატიკის მასწავლებელის შესახებ, რომლის მიზანია სხვადასხვა ბანდებში გაწევრებიანებული ბავშვები სწორ გზაზე დააყენოს და კარგი განათლება მისცეს.

სამწუხაროდ ფილმი ქართულად არ მოიძებნება , ლინკზე კი ინგლისურად და რუსულად შეგიძლიათ ნახოთ ფილმი - https://net.adjara.com/Movie/main?id=13839&q=SD&s=Russian
  1. დამეყრდენი ( Lean on Me)

lean on me-ის სურათის შედეგი

ფილმში მორგან ფრიმანის პერონაჟი დირექტორი ჯო კლარკი განადგურების პირას მყოფ სკოლაში გადადის, სადაც მოსწავლეებს ტანსაცმელი და კედლები ბანდის ნიშნებითაა მოხატული. დირექტორი სკოლის ფეხზე დასაყენებლად ყველაფერს აკეთებს და ამავეს მოითხოვს პედაგოგების მშობლებისა და მოსწავლეებისგან.

ფილმი ქართულად იხილეთ- https://srulad.com/movie/1827-lean-on-me-me-dameyrdeni.html
  1. სკოლის კავშირები (School ties)

school ties-ის სურათის შედეგი

ჯონ გრინინი აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში მოხვედრაზე ოცნებობს, თუმცა ეს ადგილი მისთვის არაა, რადგან კოლეჯი მხოლოდ არისტოკრატული ოჯახის შვილებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ის ოცნების სასწავლებელში მოხვედრას შეძლებს და თავის ღირსებასაც დაიცავს.

ფილმი ქართულად არ მოიძებნება სამწუხაროდ , ლინკზე კი შეგიძლიათ ინგლისურად და რუსულად ნახოთ ფილმი - https://net.adjara.com/Movie/main?id=8770&q=SD&s=Russian

  1. მასწავლებელს სიყვარულით (To Sir, with Love )

To Sir, with Love-ის სურათის შედეგი
ბრიტანული დრამატული ფილმი სკოლაში ეთნიკურ და სოციალურ უმცირესობების მდგომარეობის შესახებ მოგვითხრობს. მთავარი გმირი, ბატონო თაქერი მოსწავლეებს შორის განხეთქილების მოგვარებას ახერხებს და მათ პატივისცემასაც იმსახურებს

ფილმი ქართულად არ მოიძებნება სამწუხაროდ , ლინკზე კი შეგიძლიათ ინგლისურად და რუსულად ნახოთ ფილმი- https://net.adjara.com/Movie/main?id=10959&q=SD&s=Russian

  1.  მკვდარი პოეტების საზოგადოება ( Dead Poets Society )

dead poets society qartulad-ის სურათის შედეგი

ფილმში მოთხრობილია პოეზიის მასწავლებლის ისტორია, რომელიც მოსწავლეებს საგანისადმი ინტერესს ორიგინალური სწავლების მეთოდით გაუღვივებს. ახალგაზრდებისა და პედაგოგის ურთიერთობა დროთა განმავლობაში ღრმავდება და ბევრად უფრო საინტერესო ხდება.

ფილმი ქართულად იხილეთ- https://net.adjara.com/Movie/main?id=1682&q=SD&s=Georgian
  1. თავისუფლების მწერლები (Freedom Writers )

თავისუფლების მწერლები (Freedom Writers )-ის სურათის შედეგი

ახალგაზრდა მასწავლებელი მოსწავლეებს შთააგონებს ისწავლონ ტოლერანტობა, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგ სწავლა განაგრძონ.

ფილმი ქართულად იხილეთ- https://net.adjara.com/Movie/main?id=919

  1. ჩანაცვლება (Detachment)

ჩანაცვლება (Detachment)-ის სურათის შედეგი
ფილმი კოლეჯის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და მასწავლებლების ცხოვრებას ერთ-ერთი მასწავლებლის- ჰენრი ბართსის თვალით დანახულს გვიჩვენებს. ის დიდხანს ერთ ადგილას ვერ ჩერდება და როდესაც მორიგ სკოლაში გააგზავნიან, სამი სხვადასხვა ქალის დახმარებით სასტიკ სამყაროში მშვენიერების პოვნას ცდილობს.

ფილმი ქართულად იხილეთ-https://net.adjara.com/Movie/main?id=1558


  1.  მონა ლიზას ღიმილი (MONA LISA SMILE)

დაკავშირებული სურათი
ფილმი ფემინისტი ისტორიის მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 1953 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ახალ მასწავლებელს სტუდენტები არც თუ ისე თბილად ხვდებიან, თუმცა ის მათთან დამეგობრებას საკუთარი მეთოდებით მოახერხებს.

ფილმი ქართულად იხილეთ- https://net.adjara.com/Movie/main?id=243&q=SD&s=Georgian

  1. ოქტომბრის ცა

ოქტომბრის ცა-ის სურათის შედეგი
ფილმი დაფუძნებულია ჰომერ ჰიკმანის ცხოვრების ისტორიაზე. მეშახტის შვილი, რომელიც მამის სურვილის წინააღმდეგ წავიდა და მასწავლებლის თანადგომით ნასას მეცნიერი გახდა.


ფილმი ქართულად იხილეთ- https://net.adjara.com/Movie/main?id=2252&q=SD&s=Georgian

კლასის მართვის სახელმძღვანელოები და სასარგებლო ბმულები

კლასის მართვის შესახებ უკანასკნელ წლებში უამრავი სახელმძღვაელო, წიგნი და კრებული ითარგმნა და შეიქმნა ქართულ ენაზე . ვეცადე ამ ბლოგში თავი...